Saturday, June 2, 2018

გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:    59001016018
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური / კლასი:  III
მოსწავლეთა რაოდენობა: 8
გაკვეთილის თემა:  ჭიანჭველა და ფუტკარი
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეებმა შეძლონ:
ü  ტექსტის წაკითხვა და გაგება;
ü  პერსონაჟის დახასიათება.
ü  შეაფასონ პერსონაჟთა ქცევა და ვამოთქვან საკუთარი დამოკიდებულება მათდამი;

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
ქართ. III.  4. მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.
ქართ. III. 6. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის სხვადასხვა სახისა და ჟანრის
თხრობითი ტექსტების (ზღაპრის, ნოველის, მოთხრობის, იგავ-
არაკის, წერილის, ნამდვილი ამბის...)  დამოუკიდებლად
წაკითხვა და გაგება-გააზრება.
ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ბუნება. III.8მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება.







N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.
მასწავლებელი დებს ყუთს,“იდუმალი ყუთი“,სადაც ჩაყრილია ფურცლები,რაზეც წერია ფუტკარზე და ჭიანჭველაძე მინიშნებები მათ უნდაამოიღონ  და ამოიცნონ რომელი მწერია.
  ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარი.
ქცევის წესების შეხსენება
მოსწავლეები განაწილებულნი არიან 2 ჯგუფში (4-4 მოსწავლე).

იდუმალი ყუთი
ჯგუფური მუშაობა
. მაღლაკელიძე, „ქართული ენა 3“
დაბეჭდილი მასალები - სქემები
ფურცლები;

5 წთ
2
აქტივობა 2.
მოსწავლეები დაფაზე ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას ფუტკარსა და ჭიანჭველაზე.
 ამ აქტივობით უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი.


გონებრივი იერიში
ინდივიდუალური
დაფა,ცარცი
5 წთ
3
აქტივობა 3.
 მასწავლებელი მოსწავლეებს ამუშავებს სახელმღვანელოში. აკითხებს ტექსტის პირველ მონაკვეთს.
პირველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ უცხო სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც მათთვის გაუგებარი იყო. თუ ვინმემ იცის ამ სიტყვების განმარტება, დაეხმაროს მეგობარს, მოძებნონ ადგილი, სადაც ეს სიტყვა შეხვდათ და ამოიკითხონ.  გააკეთონ  პრეზენტაცია.
შემდეგ ვუსსვამ ფაქტობრივ შეკითხვებს:
სად შეხვდნენ ერთმანეთს ჭიანჭველა და ფუტკარი?
რატომ იყო ფუტკარი გაამაყებული?
რატომ ჩხუბობენ ჭიანჭველა და ფუტკარი?
რა მოხდება შემდეგ?


კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური

4 წთ
4
აქტივობა 4. კითხვა-პასუხი.
მასწავლებელი მოსწავლეებს აკითხებს ტექსტის მეორე მონაკვეთს და
მეორე მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასახელონ უცხო სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც მათთვის გაუგებარი იყო. თუ ვინმემ იცის ამ სიტყვების განმარტება, დაეხმაროს მეგობარს, მოძებნონ ადგილი, სადაც ეს სიტყვა შეხვდათ და ამოიკითხონ.  გააკეთონ პრეზენტაცია.
შემდეგ ვუსსვამ ფაქტობრივ შეკითხვებს:
გამართლდა თქვენი ვარაუდი?
რომელ მწერს ეწყინა ფუტკრის თავხედობა?
რა შეუძლია ჭიანჭველას?
რა შეუძლია ჭიამაიას?
რა შეუძლია შავ ხოჭოს?
  ამ აქტივობით მოსწავლეებს უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი.
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური

5 წთ
5
აქტივობა 5.
მოსწავლეებს ვურიგებ პერსონაჟის რუკას და ვთხოვ მის შევსებას. 1-ლი ჯგუფი შეავსებს ჭიანჭველაზე, მე-2 ჯგუფი - ფუტკარზე,
(იხ. დანართი 1)
მასწავლებელი ამოწმებს მუშაობის პროცესს, ახსენებს დროს და ინსტრუქციას
ამ აქტივობით სწავლობენ თანამშრომლობას, უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი.

პერსონაჟის რუბრიკა
ინდივიდუალური
წინასწარშედგენილი რუკა-ფურცელი,კალამი
3 წთ
6
აქტივობა 6.
მოსწავლეები თავად არჩევენ პრეზენტატორს და წარადგენენ ნამუშევარს.



პრეზენტაცია
ინდივიდუალური
თაბახის ფურცელი
4 წთ
7

აქტივობა7. 
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ჯგუფებში სქემას ,,სიტყვის პირამიდა’’ და სთხოვს მის შევსებას. (სქემაში ჩაწერილია სხვადასხვა სიტყვა ტექსტიდან)
(იხ. დანართი 2 )
აძლევს ინსტრუქციას, უნიშნავს დროს.

სიტყვის პირამიდა
ინდივიდუალური
თაბახის ფურცელი
5 წთ
8
აქტივობა 8. 
მოსწავლეები წარადგენენ  შევსებულ სიტყვის პირამიდას.
ამ აქტივობით იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.


პრეზენტაცია
ინდივიდუალური

2 წთ
9
აქტივობა 9.
ტექსტის გამთლიანების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამ სააზროვნო შეკითხვებს:
რომელი პერსონაჟი მოგეწონათ და რატომ?
ტექსტის მთავარი სათქმელი რომელ სტრიქონშია მოცემული?



ტექსტის გამთლიანება
მთლიან კლასს

5 წთ
10
აქტივობა 10.  მასწავლებელი ფურცლებს ურიგებს და მოსწავლეები თვითშეფასებას აკეთებენ შემდეგი კითხვებით:

როგორ მოეწონათ გაკვეთილი?
რომელი აქტივობა იყო მათთვის საინტერესო?
რომელი ჯგუფი იყო  აქტიური და ორგანიზებული?
ყველაზე კარგად რომელმა ჯგუფმა დაიცვა გაკვეთილზე ქცევის, ჯგუფური მუშაობის წესები?
რომელი მოსწავლეები აქტიურობდნენ?

თვითშეფასება
ინდივიდუალური
ფურცლები
4 წთ
11
აქტივობა. 11. მასწავლებელი აწვდის უკუკავშირს სიტყვიერი კომენტარით და რჩევა-დარიგებით.


სიტყვიერი კომენტარი
ინდივიდუალური
ფურცელი
2 წთ
12
აქტივობა. 12.
მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას ინსტრუქციით: გაკვეთილი თხრობით, დასაწერად აქტივობის რვეულში   1-2


საშინაო დავალება
ინდივიდუალური
მონიტორი
1 წთ



გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს შევაფასებ განმავითარებელი კომენტარებით, შეფასების სქემის შესაბამისად:
შეფასება:     განმავითარებელი რუბრიკა




კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
მაღალი
მოსწავლე კითხულობს და იაზრებს ტექსტს..
 ვერ კითხულობს და ვერ იაზრებს ტექსტს.
კითხულობს,მაგრამ ნაწილობრივ იაზრებს ტექსტს.
კითხულობს და იაზრებს ტექსტს.
გაკვეთილზე,ჯგუფურ აქტივობებში ჩართულობა
ვერ ერთვება ჯგუფურ აქტივობაში
ნაწილობრივ  ერთვება
კარგად ართმევს თავს ჯგუფურ მუშაობაში
არგუმენტირებული მსჯელობა
ვერ მსჯელობს არგუმენტირებულად
მსჯელობს,მაგრამ არგუმენტები მოყავს ნაწილობრივ.
მისი მსჯელობა არგუმენტირებულია.